Residentevil Wiki
Advertisement
Jake Muller
250
ბიოგრაფიული ინფორმაცია
დაბადების თარიღი: 1992
საქმიანობა: დაქირავებული მკვლელი
სტატუსი: ცოცხალი
ფიზიკური ინფორმაცია
სქესი: კაციIconკაცი
სიმაღლე: 1.90 სმ
გეიმპლეი
Appearances
First appearance: [first appearance not given]
ბოლო ცვლილება: ago. (Purge)

ჯეიკ მიულერი არის სამხრეთ ევროპის დაქირავებული მკვლელების ჯგუფის წევრი და ალბერტ ვესკერის  შვილი.

ბიოგრაფია[]

ჯეიკ მიულერი ასევე ცნობილი როგორც ჯეიკ ვესკერი, არის ალბერტ ვესკერის, კორპორაცია ამბრელას მეცნიერის და ბიოტერორისტის შვილი.

ჯეიკის დედა გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გაიცნო ალბერტ ვესკერი . მასთან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა რის შედეგადაც მისის მიულერი დაფეხმძიმდა. მას შემდეგ მალევე დაშორდა ვესკერს და დაბრუნდა თავის სამშობლოში (ედონიაში) და შეეძინა შვილი.

ჯეიკმა მალევე დაიწყო მუშაობა დაქირავებულ მკვლელად რათა ფული ეშოვა და დედამისისთვის წამლები ეყიდა. ჯეიკი და მისი ჯგუფი მთავრობის წინააღმდეგ იბრძოდნენ. მას უბრალოდ სურდა რომ ფული ეშოვა დედამისის წამლებისთვის მაგრამ სამწუხაროდ მისის მიულერი ადრევე გარდაიცვალა.

მისის მიულერმა ჯეიკის საწოლთან წერილი დატოვა სანამ გარდაიცვლებოდა:

"მიყვარხარ ჯეიკ. ვწუხვარ რომ ასე მიწევს შენი დატოვება. გთხოვ მაპატიე. და გთხოვ ნუ შეიძულებ მამაშენს. დარწმუნებული ვარ მას ძალიან უყვარხარ, და ვიცი რომ ოდესმე ერთმანეთს იპოვით."

შერისთან შეხვედრა[]

"Yeah yeah yeah, good for you, but... now's not really the time. You coming?"

— ჯეიკის და შერის დიალოგი.

2012 წლის 24 დეკემბერი, აღმოსავლეთ ევროპის რესპუბლიკა ედონია. გამოჩნდა ლურჯ კაბიანი ქალი რომელმაც დაარიგა ს-ვირუსი, შპრიცები და ინჯექტორები. ამ წამლის ეფექტი იცოდნენ როგორც ენერგიის მომმატებელი რომელიც ზრდის ადამიანის შესაძლებლობებს. ამ ეპიზოდში ჯეიკი ჩანს ხელში ვაშლით და ინჯექტორით. 

როდესაც ჯეიკმა ახლად გარდაქმნილი ჯუავო დაამარცხა მასთან ახალგაზრდა აგენტი შერი ბირკინი მივიდა და ჰკითხა გაიკეთა თუ არა ვირუსი, ჯეიკმა უთხრა რომ თუ მასაც უნდოდა ლურჯ კაბიან ქალთან უნდა მისულიყო, შერიმ უთხრა რომ ის ერთადერთი საშუალება იყო მსოფლიოს გადასარჩენად, ამ დროს ჯუავოს მთელი ჯგუფი შემოვარდა ოთახში, ჯეიკი და შერი გაიქცნენ მაგრამ როდესაც შერიმ თავის წარდგენა დაიწყო ჯეიკმა გააწყვეტინა და უთხრა რომ ამისთვის შესაფერისი დრო არ იყო.

ედონიადან გაქცევა[]

"What the hell is that thing?!"

— ჯეიკი შერის, როდესაც უსტანაკ-ს შეხვდნენ.

შერის ჰქონდა მისია რომ ჯეიკი უვნებლად ჩაეყვანა ამერიკაში და მისი სისხლით გადაერჩინა მთელი მსოფლიო.  როდესაც შერიმ ჯეიკს აუხსნა სიტუაცია, ჯეიკი ფანჯარასთან მივიდა და დაფიქრდა. ცოტა ხნის შემდეგ ჯეიკი დაეთანხმა სისხლის გაცემაზე, მაგრამ მისთვის მთავრობას 50 მილიონი (ნაღდი ფული) უნდა მიეცათ, და ის ცოტაოდენ სისხლს მისცემდა. როდესაც ისინი ქალაქში ჩავიდნენ მათ თავს დაესხათ B.O.W-ს ერთ-ერთი პროექტი უსტანაკი. უსტანაკი მისდევდა ჯეიკს და შერის სანამ მიტოვებულ სახლს არ შეაფარეს თავი. ჯეიკმა და შერის უსტანაკი დაამარცხეს. მათ გააგრძელეს გზა და შეხვდნენ კრის რედფილდსპირს ნივანს, და სხვა BSAA აგენტებს. ისინი დაეხმარნენ BSAA ოგრომენის დამარცხებაში. როდესაც დაამარცხეს კრისი შეეკითხა ჯეიკს ადრე ჰყავდა თუ არა ნანახი, ალბათ ვესკერის მსგავსება შეამჩნია. ჯეიკმა კრისი სარკაზმული პასუხით დატოვა და თვითმფრინავით გაფრინდნენ.

ფრენის დროს, შერიმ დაურეკა თავის ხელმძღვანელს და პირობები მოახსენა. ზარის შემდეგ, შერიმ უთხრა ჯეიკს რომ ის მიიღებდა თავის 50 მილიონს როდესაც ამერიკაში ჩავიდოდნენ. ამის შემდეგ ჯეიკმა კრისზე დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ სანამ სათქმელს იტყოდა, თვითმფრინავს უსტანაკი დაესხა თავს. წყვილმა უსტანაკს თავი დაახწია და პარაშუტით გადახტნენ თუმცა თვითმფრინავის აფეთქებამ პარაშუტი დააზიანა და წყვილი მიწაზე უსაფრთხოდ ვეღარ დაეშვა.

როდესაც ჯეიკმა გამოიღვიძა ის თოვლში იწვა, ზემოდან კი შერი ეწვა. ჯეიკმა ხელზე დაიხედა და სისხლი დაინახა. ჯეიკი პანიკაში ჩავარდა და დაინახა რომ შერის ზურგში თვითმფრინავის ნაწილი ჰქონდა ჩარჭობილი. შერიმ სთხოვა რომ ამოეძრო. ის დასთანხმდა და შერის თვითმფრინავის ნაწილი ზურგიდან ამოაძრო. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს შერის სისხლი არ წამოსვლია, პირიქით მან შეხორცება დროზე ადრე დაიწყო. შერიმ შეამოწმა ჩიპები და მიხვდა რომ რამოდენიმე ჩიპი რომელშიც ვაქცინა იყო ჩაწერილი დაკარგული იყო. ჯეიკი დასთანხმდა მოძებნაში რადგან მათ გარეშე ფულს ვერ მიიღებდა. როდესაც ჩიპები იპოვეს მათ მიტოვებულ სახლს შეაფარეს თავი. ჯეიკმა ჰკითხა შერის მისი შესანიშნავი შესაძლებლობის შესახებ მან კი უპასუხა რომ ის დავირუსებული იყო ჯი-ვირუსით. მან ასევე შეიტყო რომ შერის მამა ვილიამ ბირკინი მოკლეს თავისი საქმიანობის დროს, და ისიც გაიგო რომ ის ლეონ ს.კენედიმ და კლერ რედფილდმა მოკლეს. ჯეიკმა აღნიშნა რომ კლერი კრისის და იყო. შემდეგ ჯეიკმა რაღაც ხმა გაიგო, და შერი მიწაზე დააწვინა რადგან ეს ჯუავოების შემოსევა იყო. ცოტაოდენი ჩხუბის შემდეგ წამოვიდა ზვავი. ჯეიკმა და შერიმ ჯუავოების მოტოციგები აიღეს და ზვავს თავი დააღწიეს.

მაგრამ წყვილი მიწისქვეშეთში გაიჭედნენ, და დაიწყეს იმაზე ფიქრი თუ როგორ გასულიყვნენ. მათ შეამჩნიეს რომ უსტანაკი თვითმფრინავების აფეთქებას გადაურჩა და იქ პატრულირებდა. მაგრამ მათ მალევე იპოვეს გასასვლელი მაგრამ უსტანაკს ვერ დაუსხლტნენ, უსტანაკი გაეკიდა მაგრამ ჯეიკმა და შერიმ ის მოიშორეს. წყვილმა გასასვლელი იპოვეს, შერიმ უთხრა ჯეიკს რომ ისინი ახლოს იყვნენ შეხვედრის ადგილთან. მაგრამ უცბად ჯუავოს არმია გამოჩნდა და ცეცხლი გაუხსნეს. როდესაც ჯეიკი და შერი ჯუავოების არმიას ებრძოდნენ გამოქვაბულიდან უსტანაკი გამოჩნდა, შერი მოისროლა და ჯეიკი მიწაზე დააგდო. როდესაც ჯეიკმა ზემოთ აიხედა მან დაინახა კარლა რადამესი, ქალი რომელმაც მისი ჯგუფი დააინფიცირა. კარლამ უთხრა რომ ის ალბერტ ვესკერის ბიოტერორისტის შვილი იყო რომელსაც მსოფლიოს განადგურება უნდოდა. კარლამ გასცა ბრძანება რომ ჯეიკი გაეთიშათ და ორივე ჯეიკი და შერი ჩინეთში გადაეყვანათ ექსპერიმენტების ჩასატარებლად.

ლანშიანგი[]

6 თვის განმავლობაში ატარებდნენ ექსპერიმენტებს, როდესაც რამოდენიმე ჯუავოს ჯეიკი გადაჰყავდათ ჯეიკი გაჩერდა და მათ გაუსწორდა, როდესაც ყველა ჯუავო მოკლა შემდეგ გასასვლელისაკენ გაემართა. როდესაც ისინი შენობიდან გავიდნენ შერი თავის ხელმძღვანელს დაეკონტაქტა და შეატყობინა რომ ისინი ჩინეთში იყვნენ, ამის შემდეგ მათ იშოვეს მოტოციკლეტი და ქალაქის ცენტრისკენ გაემართნენ ამის შემდეგ მათ თვითმფრინავი აედევნათ მაგრამ მათ ეს თვითმფრინავი მალევე მოიცილეს. როდესაც ქალაქისაკენ მიდიოდნენ, მათ თვითმფრინავის ჩამოვარდნა დაინახეს, შერიმ აღნიშნა რომ ეს თვითმფრინავი ამერიკული იყო. ჯეიკს და შერის გზად ლეონ კენედი და ჰელენა ჰარპერი შეხვდნენ, შერიმ უთხრა რომ ისიც დავალებაზე იყო, ლეონმა უთხრა რომ მისი ხელმძღვანელი დერეკ სიმონსი გლობალურ ეპიდემიაში იყო გარეული. შერი და ლეონი გაერთიანდნენ იმის შემდეგ რაც უსტანაკი თავს დაესხათ, მათ მოიგერიეს უსტანაკი, ამის შემდეგ შერიმ სცადა ლეონისთვის ეთქვა სიმონსთან შეხვედრის ადგილი მაგრამ ამ დროს მათ შუაში ანძა ჩამოვარდა.

პიროვნება და ურთიერთობები[]

ჯეიკი ჩანს როგორც მარტოხელა და ეგოისტი ადამიანი, ენდობა მხოლოდ ფულის გულისთვის. როდესაც მას შერიმ დახმარება სთხოვა, მას პირველ რიგში ფული გაახსენდა. მაშინაც როდესაც უსტანაკთან შუა ბრძოლაში იყო მან შერის შეახსენა თავის 50 მილიონზე. უნდა ავღნიშნოთ რომ ამ ყველაფრის დასაწყისში ჯეიკმა შერის 200 000$ მოსთხოვა, როდესაც დაასრულებდნენ კიდევ 200 000$ უნდა გადაეხადა, მაგრამ როდესაც თავის სისხლზე გაიგო მაშინ 50 მილიონი მოსთხოვა.

მიუხედავად მისი აშკარა პიროვნებისა როდესაც ჯეიკი აღმოაჩენს რომ ვესკერი მამამისია ის უმალვე გაიმართლებს თავს და იტყვის რომ ის არ არის როგორც მამამისი, მან თქვა რცხვენია რომ მისი შვილია.

უნარები და შესაძლებლობები[]

ჯეიკი გაიზარდა როგორც დაქირავებული მკვლელი, მან შეისწავლა როგორც იარაღით ასევე უიარაღოთ ბრძოლა. არ არის გამორიცხული რომ მას ასევე ესწავლა მოტოციკლეტის და მოტოციგების ტარება ან ის არის სწრაფად ათვისებადი ადამიანი.

ჯეიკი როგორც ჩანს გამოცდილი არის ხელით ბრძოლაში, მას შეუძლია გაანადგუროს რამოდენიმე სამიზნე ერთად. მას ძალიან ძლიერი ხელი აქვს ეს გამოიხატება უსტანაკთან ბრძოლაში, როდესაც მან ხელით დაამარცხა უსტანაკი.

ჯეიკის ბრძოლის ტექნიკა უფრო ძლიერია ვიდრე ლეონის და კრისის, რადგან ჯეიკი უფრო სწრაფად ამარცხებს მოწინააღმდეგეს, ლეონს და კრისს აქვთ კონსერვატიული და მარტივი საბრძოლო სტილი ხოლო ჯეიკი ხშირად აერთიანებს როგორც ბრძოლას ხელებით და ფეხებით ასევე ჭიდაობის ილეთებს.

ასევე ჯეიკს აქვს პიანინოზე დაკვრის ნიჭი. ჯეიკს როგორც ჩანს აქვს უნარი შეისწავლოს უცხო ენა მხოლოდ მოსმენით. ჯეიკმა 2 თვეში ისწავლა ჩინური როდესაც ტყვეობაში იყო, ხოლო 6 თვის შემდეგ როდესაც ჯეიკი და შერი გაიქცნენ მას უკვე შეეძლო თავისუფლად წაეკითხა და ესაუბრა ჩინურ ენაზე.[[File:Jake_muller.jpg|link=http://residentevil.wikia.com/File:Jake_muller.jpg%7Cthumb%7C

Jake about to take a dose of the[[1]]moments before meeting[Birkin|Sherry Birkin]

File:Snapshot20120121173426-1-.jpg

Jake and Sherry on the run from theUstanak

[]

კატეგორია:Characters კატეგორია:Resident Evil 6-ის პერსონაჟები fr:Jake Muller

Advertisement